წესები & პირობები
როდესაც კომპანიის ვებ-საიტის მოდულებითა და მომსახურებით სარგებლობთ, ინფორმაციის მიმოცვლა ხდება კომპანიის საიტსა და მომხმარებელს შორის. ეს გვერდი განკუთვნილია იმისათვის, რომ უკეთ გაიგოთ საიტის გამოყენების წესები, თქვენი პერსონალური მონაცემების უსაფრთხოება, საიტზე პროდუქციის შეძენის პირობები. საიტზე დარეგისტრირებით და/ან მმართველი კომპანიის მომსახურების გამოყენებით და/ან „ვეთანხმები პირობებს“ უჯრის (ან ნებისმიერი სხვა ფორმულირების) მონიშვნით თქვენ თანხმობას აცხადებთ წინამდებარე წესების სრულად და უპირობოდ დაცვაზე. აღნიშნული წესები ხდება თქვენსა და კომპანიას შორის ურთიერთობის ფარგლებში სავალდებულოდ გათვალისწინებული და ენიჭება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული იურიდიული მნიშვნელობა.
თქვენ მიერ გაცემულ და ჩვენ მიერ დამუშავებულ პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებით არსებულ პროცესთან და მის წესებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მისაღებად გაეცანით პერსონალურ მონაცემთა დამუშავებისა და კონფიდენციალურობის პოლიტიკას.
ნივთის დაბრუნების პროცესთან და მის წესებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მისაღებად გაეცანით ნივთის დაბრუნების პოლიტიკას. პერსონალურ მონაცემთა დამუშავებისა და კონფიდენციალურობის პოლიტიკის და ნივთის დაბრუნების პოლიტიკის მარეგულირებელი დოკუმენტები ამ წესებისა და მხარეთა შორის არსებული გარიგების განუყოფელი ნაწილია და მინიჭებული აქვს იდენტური სამართლებრივი სტატუსი.
თქვენი პერსონალური მონაცემების დაცვისათვის ვიყენებთ თანამედროვე ტექნოლოგებს, ასევე, ჩვენს უსაფრთხოების სისტემებს ემსახურება პროფესიონალი პერსონალი. უნდა აღინიშნოს რომ, როდესაც თქვენ კომპანიის ვებ-გვერდზე ახორციელებთ რაიმეს შეძენას, ამ დროს თქვენი ბარათის ინფორმაცია კომპანიისათვის ხელმიუწვდომელია, შესაბამისად ამ მონაცემების შენახვა კომპანიის მიერ არ ხდება
• პროდუქციის შესასყიდად მომხმარებელი უნდა მიჰყვეს პროდუქციის შესაბამის გვერდზე განთავსებულ ინსტრუქციას.
• პროდუქციის შესყიდვა შესაძლებელია განხორციელდეს განვადებით თუ შესაბამისი მითითებაა პროდუქციის წესების/აღწერის გვერდზე. ასეთ შემთხვევაში განვადებით ხელშეკრულება იდება პარტნიორ ბანკსა და მყიდველს შორის.
• საიტის მეშვეობით პროდუქციის შესყიდვის შესაბამისი ანგარიშსწორება განხორციელდება შესაბამისი პროდუქციის წესებში/აღწერაში მითითებული წესით.