მიწოდება
ჩვენი კომპანია გაყიდვებს ახორციელებს მხოლოდ საქართველოს მასშტაბით და ჩვენს საიტზე (www.Zigie.ge) წარმოდგენილი პროდუქციის შეძენა შესაძლებელია მხოლოდ ქართული საბანკო ბარათით.გაითვალისწინეთ, რომ „შპს ზიგი“ (ს/კ 404491821)არ ყიდის პროდუქციას და არ სთავაზობს მომხმარებლებს ტრანსპორტირებას ქვეყნის ფარგლებს გარეთ.
„შპს ზიგი“ (ს/კ 404491821) საიტზე ნივთის შეძენის შემთხვევაში მომხმარებელს აქვს ორი არჩევანი: გაიტანოს ნივთი თვითონ ფილიალიდან, ან ისარგებლოს მიტანის მომსახურებით.
სერვისით სარგებლობისთვის მიჰყევით ინსტრუქციას: დაამატეთ სასურველი ნივთი კალათში მიწოდების პირობებში მონიშნეთ მაღაზიიდან გატანა ან საკურიერო მომსახურებით სარგებლობა.
თბილისის და რეგიონების მასშტაბით მიწოდების დრო - 1-5 სამუშაო დღე,საკურიერო თანხის გადახდა ხდება ადგილზე,უშუალოდ კურიერთან. გთხოვთ, ყურადღებით შეამოწმეთ ნივთები ჩაბარების მომენტში და კურიერის მიერ გადმოცემულ მიღება-ჩაბარების აქტზე ან უნიკალური კოდის დასტურით,რომელიც გაუგზავნის საკურიერო, რომ ჩაიბარეთ შემოწმებული, გარეგნული ნაკლის არმქონე პროდუქტი;
პროდუქციის უკან დაბრუნება
საქართველოს კანონმდებლობისა და ამ პოლიტიკით დადგენილი გამონაკლისების გარდა, მომხმარებელს უფლება აქვს, ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე თქვას უარი დისტანციურ ხელშეკრულებაზე ან/და სარეწის გარეთ დადებულ ხელშეკრულებაზე 14 კალენდარული დღის განმავლობაში - ფლობელობაშ მიღებიდან უკან დაბრუნება შესაძლებელია ორი გზით: მომხმარებელმა თავად უნდა მიიტანოს ნივთი ფილიალში: ან მომხმარებელი ვალდებულია გადაიხადოს უკან დაბრუნებისას ტრანსპორტირების საფასური,უშუალოდ კურიერთან.
დაბრუნების ვადა აითვლება:
1. ნასყიდობის ხელშეკრულების შემთხვევაში − მომხმარებლის ან მის მიერ განსაზღვრული მესამე პირის მიერ (გარდა გადამზიდავისა), საქონლის მფლობელობაში მიღებიდან.
2. მომხმარებლის მიერ საქონლის ნაწილ-ნაწილ შეკვეთის შემთხვევაში − მომხმარებლის ან მის მიერ განსაზღვრული მესამე პირის მიერ (გარდა გადამზიდავისა), ბოლო ნივთის მფლობელობაში მიღებიდან.
3. საქონლის რეგულარულად (განსაზღვრული პერიოდულობით) მიწოდების ხელშეკრულების შემთხვევაში − მომხმარებლის ან მის მიერ განსაზღვრული მესამე პირის მიერ (გარდა გადამზიდავისა), ნივთის მფლობელობაში პირველად მიღებიდან.
4. ნივთის დაბრუნება შეუძლებელია, თუ მას აღმოაჩნდება რაიმე სახის ფიზიკური/გარეგანი დაზიანება. მაგალითად, ქარხნული ყუთი/შეფუთვა (ყუთის გახსნა საქონლის დათვალიერების მიზნით არ ჩაითვლება ყუთის დაზიანებად) ან წაშლილი იქნება პროდუქტის საიდენტიფიკაციო / სერიული კოდი;
5. ნივთები, რომელთა დაბრუნებაც გსურთ, არის თქვენი პასუხისმგებლობის ფარგლებში, სანამ ისინი გამყიდველის საწყობში დაბრუნდება და მათი დაზიანებაზე პასუხისმგებლობა გეკისრებათ თქვენ. ასევე, პროდუქტის ჩვენს საწყობში დაბრუნების/გამოგზავნის პროცესში მიყენებული ზიანიც თქვენი პასუხისმგებლობაა;
6. გთხოვთ, დარწმუნდით, რომ უსაფრთხოდ შეფუთეთ საქონელი, რათა თავიდან აიცილოთ რაიმე დაზიანება პროდუქტებსა და ყუთებზე, რადგან ეს გავლენას მოახდენს პროდუქტის ღირებულებაზე.
7. გთხოვთ, შეინახოთ ქვითრები, საფოსტო გზავნილის დოკუმენტი და ნომრები, როგორც ნივთის გამყიდველისთვის გამოგზავნის მტკიცებულება. დაუზიანებელი შეფუთვით მიღებული დაზიანებული პროდუქციის ან შეცდომით მიღებული შეკვეთის შემთხვევაში, გთხოვთ, გადაუღოთ მიღებულ გზავნილს დაზიანების ან/და შეცდომის ამსახველი ფოტოსურათი და ამ ფაქტის შესახებ მოგვწეროთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: INFO@ZIGIE.GE.