ჩვენს შესახებ

კომპანია „ზიგი“ ქართულ ბაზარზე 2015 წლიდან ოპერირებს და ოფიციალურად წარმოადგენს პრემიუმ კლასის გერმანულ ბრენდებს: MIELE და LIEBHERR.


ამ დროის განმავლობაში შპს ზიგიმ შეძლო ქართველი მომხმარებლისთვის მიეცა შესაძლებლობა მიეღოთ ბრენდის მიერ ავტორიზებულ სერვისში მაღალი სტანდარტების შესაბამისი მომსახურება. განსაკუთრებით ღირებულია, განსხვავებული სერვისი, რომელიც კომპანიამ შექმნის დღიდან დანერგა, რაც გულისხმობს, შოურუმში მოსული თითოეული სტუმრისთვის მაღალი სტანდარტის შესაბამის მომსახურებასა და შერჩევის პროცესის სიმარტივეს, ეს ყველაფერი კი ქმნის შეძენის პროცესის სასიამოვნო გამოცდილებას.

ჩვენი ბრენდები

MIELE

125 წელია წარმოდგენილია მსოფლიო ბაზარზე და დღემდე ინარჩუნებს ერთ-ერთი ყველაზე სანდო და სასურველი პრემიუმ კლასის ბრენდის სახელს. ეს არის ორი ოჯახის ერთი კომპანია, რომლის ხარისხზეც თავად დევიზიც მეტყველებს: MIELE - „Immer Besser“ - ყოველთვის საუკეთესო.
MIELE აწარმოებს საყოფაცხოვრებო და პროფესიონალური ხაზის ტექნიკას, რომელიც ხარისხის, გამძლეობის, გამოყენების სიმარტივის, ენერგოეფექტურობის, დიზაინის და მომსახურების მაღალ სტანდარტებს ქმნის.

LIEBHERR

გერმანული კომპანია, რომელიც 88 წელია ერთი ოჯახის მიერ იმართება. კომპანია აწარმოებს პრემიუმ საყოფაცხოვრებო, პროფესიონალურ Horeca და სამედიცინო ტექნიკას, როგორიცაა, ღვინის მაცივარი, მაცივარ-საყინულე. LIEBHERR-ის პროდუქტი გამორჩეულია ენერგოეფექტურობითა და ინოვაციურობით, დახვეწილი დიზიანით, ეკოლოგიურად სუფთა შემადგენლობით.

K-ARRAY

იტალიური პროფესიონალური აუდიო სისტემის მწარმოებელი ბრენდი, რომელიც ათწლეულებია მოღვაწეობს ბაზარზე, გამოირჩევა ხარისხით და განსაკუთრებული დიზაინით. წარმოდგენილია მსოფლიოს ისეთ წერტილებში, როგორიცაა, Teatro alla Scala, Royal Opera House, Gucci Garden Museum, X Factor Italia & სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი.

ZIGIE - ზიგი

გერმანული და იტალიური პრემიუმ ბრენდების
ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში.

სამუშაო საათები

თბილისი:
ორშ - პარ: 10:00 - 18:00
შაბათი : 10:00 - 17:00

ბათუმი:
ორშ - პარ: 10:00 - 19:00
შაბათი : 10:00 - 17:00