კომპანია „ზიგი“ ქართულ ბაზარზე 2015 წლიდან ოპერირებს და ოფიციალურად წარმოადგენს პრემიუმ კლასის გერმანულ ბრენდებს: MIELE და LIEBHERR.
ამ დროის განმავლობაში შპს ზიგიმ შეძლო ქართველი მომხმარებლისთვის მიეცა შესაძლებლობა მიეღოთ ბრენდის მიერ ავტორიზებულ სერვისში მაღალი სტანდარტების შესაბამისი მომსახურება. განსაკუთრებით ღირებულია, განსხვავებული სერვისი, რომელიც კომპანიამ შექმნის დღიდან დანერგა, რაც გულისხმობს, შოურუმში მოსული თითოეული სტუმრისთვის მაღალი სტანდარტის შესაბამის მომსახურებასა და შერჩევის პროცესის სიმარტივეს, ეს ყველაფერი კი ქმნის შეძენის პროცესის სასიამოვნო გამოცდილებას.
სერვისული მომსახურება:
შპს "ზიგი" მომხმარებელს სთავაზობს პრემიუმ კლასის ბრენდების სერვისულ მომსახურებას, ბრენდის მიერ ავტორიზებული სერვისის მენეჯერისა და ტექნიკოსების საშუალებით.
სრული ტექნიკური მხარდაჭერა:
კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ტექნიკის ტრანსპორტირებას, მონტაჟსა და 2 წლიან საგარანტიო პერიოდს. ტექნიკური მხარდაჭერის ფარგლებში, ჩვენი მომხმარებელი სარგებლობს, სერვისის მენეჯერის, როგორც, ადგილზე, ასევე, სატელეფონო კონსულტაციით. ტექნიკა მოწმდება სრულფასოვანად და უტარდება გეგმიური წმენდები, რაც საბოლოო ჯამში, პრემიუმ კლასის ხარისხის გათვალისწინებით, გვაძლევს ტექნიკის შეუფერხებელი მუშაობის გარანტიას მრავალი წლის განმალობაში.
მაღალკვალიფიციურ პროფესიონალთა გუნდი:
კომპანიის კიდევ ერთი უპირატესობა არის გამოცდილ პროფესიონალთა გუნდი, რომელიც შედგება მაღალკვალიფიციური ტექნიკოსებისა და სერვისის მენეჯერისგან. სერვისის გუნდის თითოეული წევრი კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, ყოველ 6 თვეში ერთხელ ესწრება გერმანიაში ბრენედების მიერ გამართულ ტრეინინგებს. აღსანიშნავია, რომ მხოლოდ კომპანია შპს „ზიგი”-ში არის შესაძლებელი ტექნიკაზე ოპტიკური ინტერფეისით დაერთება, რომელიც უზრუნველყოფს ზუსტ დიაგნოსტირებას.