წესები და პირობები

ვებ გვერდის მოხმარების წესები და პირობები

როდესაც კომპანიის ვებ-საიტის მოდულებითა და მომსახურებით სარგებლობთ, ინფორმაციის მიმოცვლა ხდება კომპანიის საიტსა და მომხმარებელს შორის. ეს გვერდი განკუთვნილია იმისათვის, რომ უკეთ გაიგოთ საიტის გამოყენების წესები, თქვენი პერსონალური მონაცემების უსაფრთხოება, საიტზე პროდუქციის შეძენის პირობები.

საიტზე დარეგისტრირებით და/ან მმართველი კომპანიის მომსახურების გამოყენებით და/ან „ვეთანხმები პირობებს“ უჯრის (ან ნებისმიერი სხვა ფორმულირების) მონიშვნით თქვენ თანხმობას აცხადებთ წინამდებარე წესების სრულად და უპირობოდ დაცვაზე. აღნიშნული წესები ხდება თქვენსა და კომპანიას შორის ურთიერთობის ფარგლებში სავალდებულოდ გათვალისწინებული და ენიჭება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული იურიდიული მნიშვნელობა.

თქვენ მიერ გაცემულ და ჩვენ მიერ დამუშავებულ პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებით არსებულ პროცესთან და მის წესებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მისაღებად გაეცანით პერსონალურ მონაცემთა დამუშავებისა და კონფიდენციალურობის პოლიტიკას.

ნივთის დაბრუნების პროცესთან და მის წესებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მისაღებად გაეცანით ნივთის დაბრუნების პოლიტიკას. პერსონალურ მონაცემთა დამუშავებისა და კონფიდენციალურობის პოლიტიკის და ნივთის დაბრუნების პოლიტიკის მარეგულირებელი დოკუმენტები ამ წესებისა და მხარეთა შორის არსებული გარიგების განუყოფელი ნაწილია და მინიჭებული აქვს იდენტური სამართლებრივი სტატუსი.
თქვენი პერსონალური მონაცემების დაცვისათვის ვიყენებთ თანამედროვე ტექნოლოგებს, ასევე, ჩვენს უსაფრთხოების სისტემებს ემსახურება პროფესიონალი პერსონალი. უნდა აღინიშნოს რომ, როდესაც თქვენ კომპანიის ვებ-გვერდზე ახორციელებთ რაიმეს შეძენას, ამ დროს თქვენი ბარათის ინფორმაცია კომპანიისათვის ხელმიუწვდომელია, შესაბამისად ამ მონაცემების შენახვა კომპანიის მიერ არ ხდება
• პროდუქციის შესასყიდად მომხმარებელი უნდა მიჰყვეს პროდუქციის შესაბამის გვერდზე განთავსებულ ინსტრუქციას.
• პროდუქციის შესყიდვა შესაძლებელია განხორციელდეს განვადებით თუ შესაბამისი მითითებაა პროდუქციის წესების/აღწერის გვერდზე. ასეთ შემთხვევაში განვადებით ხელშეკრულება იდება პარტნიორ ბანკსა და მყიდველს შორის.
• საიტის მეშვეობით პროდუქციის შესყიდვის შესაბამისი ანგარიშსწორება განხორციელდება შესაბამისი პროდუქციის წესებში/აღწერაში მითითებული წესით.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა.​

პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა აღწერს თუ როგორ ამუშავებს ZIGIE.GE თქვენ მიერ კომპანიისათვის მოწოდებულ ინფორმაციას და მონაცემებს, რათა ვმართოთ თქვენი ურთიერთობა ZIGIE.GE -თან. თქვენს შესახებ ჩვენთვის მოწოდებულ ან სხვაგვარად ჩვენს ხელთ არსებული ნებისმიერი ინფორმაციის დამუშავება ხდება წინამდებარე პოლიტიკით განსაზღვრული წესით. ინფორმაციის მოწოდება შესაძლებელია ვებგვერდ ZIGIE.GE -ს საშუალებით, ტელეფონით ან სხვა საკომუნიკაციო არხით. აღნიშნული დოკუმენტით გვსურს, გაგიზიაროთ თუ რა საფუძვლით და მიზნით მოვიპოვებთ და ვამუშავებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს და რა სამართლებრივი და ტექნიკური საშუალებებით ვიცავთ მათ. პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის მიღებით თქვენ აცნობიერებთ და აცხადებთ, რომ თქვენთვის გასაგებია და თანახმა ხართ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება მოხდეს ამ პოლიტიკის შესაბამისად.
ვინ ვართ ჩვენ?
• პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკაში მითითებები Zigie.ge (შემდგომში„ჩვენ“ ან „ჩვენი“) ნიშნავს შპს „ზიგი“ (საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ს/კ 404491821 (შემდგომში „კომპანია“ ან „ჩვენ“) მიერ მართულ Zigie.ge -ს („ვებგვერდი“ ან „გვერდი“). ჩვენ განვსაზღვრავთ პერსონალურ მონაცემთა დამუშავების მიზნებსა და საშუალებებს. ვისთვის არის გამიზნული ეს დოკუმენტი?
• Zigie.ge -ის მომხმარებლებისთვის (მათ შორის ყოფილი, და/ან მომავალი) ან სხვა პირებისთვის, ვინც გამოხატა ინტერესი კონკრეტულ პროდუქტსა თუ მომსახურებაზე, არის ჩვენი მომხმარებლის კანონიერი წარმომადგენელი, ან საკონტაქტო პირი. ასევე სხვა ნებისმიერი პირისთვის, ვისთანაც კომპანიას პირდაპირი კონტაქტი არ აქვს, მაგრამ მისი ინფორმაციის დამუშავება აუცილებელია/სასურველია ჩვენი საქმიანობის განსახორციელებლად ან/და ჩვენი პროდუქტების/მომსახურების გასაუმჯობესებლად.
როგორ ვაიდენთიფიცირებთ თქვენს მონაცემებს? ჩვენთვის თქვენი მონაცემების მიღების წყაროა:
• თქვენ მიერ კომპანიის ოფიციალური ვებ-გვერდის გამოყენება (გარდა იმ შემთხვევისა, თუ საიტზე ოპერირებთ, როგორც სტუმარი);
• თქვენ მიერ კომპანიის ვებ-გვერდზე რეგისტრაცია/ავტორიზაცია;
• მომსახურების და პროდუქტის მიღების მიზნით თქვენი მომართვა;
• თქვენ მიერ ჩვენი მომსახურებით/პროდუქტებით სარგებლობა;
• საჯარო წყაროებიდან მოპოვებული ინფორმაცია.
მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანი
• ZIGIE.GE-ის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება;
• კომპანიის მომხმარებლის იდენტიფიცირება, გაწეული ან გასაწევი მომსახურების განსაზღვა, შეძენილი პროდუქტის იდენტიფიცირება, მომსახურების შეთავაზების მიზნით დაკავშირება.
• ZIGIE.GE-ის კანონისმიერი ვალდებულებების ჯეროვნად შესრულება;
• მომხმარებლის მიერ წაყენებული პრეტენზიების აღმოფხვრა;
• მომხმარებლის მიერ ვებგვერდზე გამოვლენილი აქტივობების მონიტორინგი;
• ZIGIE.GE-ზე განახლებული მონაცემების მომხმარებლებისათვის შეტყობინება;
• მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაცია;
• მომხმარებლის მიერ უკუკავშირის დამყარება;
• ვებგვერდზე ახალი პროდუქტებისა და სიახლეების დანერგვა;
• მომხმარებლების იმ ჯგუფთა განსაზღვრა, რომელთათვის უნდა განხორციელდეს სიახლეების შეთავაზება;
• მარკეტინგული და სხვა სახის აქტივობების განხორციელება, შეთავაზებებისა და აქციების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
• მომხმარებლის მიერ განხორციელებული შესყიდვების თაობაზე ინფორმაციის მიწოდება;
• კანონიერი ინტერესების დაცვა;
• ZIGIE.GE-ისთვის პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით მინიჭებული სხვა ლეგიტიმური მიზანი.
თქვენ უფლება გაქვთ: მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებული მონაცემების თაობაზე; მოითხოვოთ მცდარი, არაზუსტი ან/და არასრული მონაცემების გასწორება, განახლება ან/და შევსება; მოითხოვოთ მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება, თუ: გაითხოვთ თანხმობას, რომელიც წარმოადგენს მონაცემთა დამუშავების ერთადერთ საფუძველს; თანხმობის გათხოვისათვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ საიტზე „კონტაქტის“ გრაფაში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე. მონაცემების დამუშავება აღარ არის საჭირო იმ მიზნისთვის, რომლისთვისაც მოხდა მათი დამუშავება; მონაცემთა დამუშავება ხდება უკანონოდ. მოითხოვოთ მონაცემთა დაბლოკვა, თუ: სადავოა მონაცემთა ნამდვილობა ან სიზუსტე; მონაცემთა დამუშავება უკანონოა, თუმცა თქვენ ეწინააღმდეგებით მათ წაშლას და სანაცვლოდ ითხოვთ დაბლოკვას; მონაცემები აღარ არის საჭირო მათი დამუშავების მიზნის მისაღწევად, თუმცა თქვენ ისინი გესაჭიროებათ სამართალწარმოების მიზნით; მიმდინარეობს მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების მოთხოვნის განხილვა; ნებისმიერ დროს გამოითხოვოთ თანხმობა, რომლითაც მოგვანიჭეთ თქვენი მონაცემის დამუშავების უფლება. ასეთ შემთხვევაში ჩვენ დამუშავებას შევწყვეტთ, თუ არ არსებობს მონაცემთა დამუშავების კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძველი; წარადგინოთ პრეტენზია დამუშავებასთან დაკავშირებით, მათ შორის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში ან სასამართლოში;
მომხმარებელი ადასტურებს და იძლევა გარანტიას, რომ: მის მიერ მითითებული ინფორმაცია არის სრული და სწორი; იგი არის 18 წელს მიღწეული, სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირი; არ გამოიყენებს სხვა პირის მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციას Zigie.ge-ს ვებგვერდზე რეგისტრაციის მიზნით; არ გამოიყენებს სახელს, რომელიც შესაძლოა დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი აღმოჩნდეს ნებისმიერი სხვა პირისათვის; არ გამოიყენებს ვებგვერდს ყალბი ინფორმაციის გავრცელების მიზნით; არ გამოიყენებს ვებგვერდს სხვა კომპანიის, კომპანიის თანამშრომლის ან ნებისმიერი სხვა პირის განსახიერების მიზნით; არ დაარღვევს სხვა პირის უფლებებს, კანონსაწინააღმდეგო და ზიანის მიმყენებელი ქმედებით; არ გამოიყენებს მოწყობილობას, პროგრამას, რომლის მიზანი არის ინფორმაციის მოპოვება ვებგვერდიდან ან/და ნორმალური ფუნქციონირებისათვის ხელის შეშლა; დაიცავს საავტორო და მომიჯნავე უფლებებს, არ განახორციელებს Zigie.ge-ზე არსებული ინფორმაციის: ლოგო, პიქტოგრამა, სურათი, გრაფიკა, გამოსახულება, პატენტი, სასაქონლო ნიშნები, დიზაინის და სხვა ნებისმიერი სახის ინტელექტუალური საკუთრების უნებართვო გამოყენებას, დამუშავებასა და გამოქვეყნებას, Zigie.ge-ს წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე; არ გამოიყენებს სხვა მომხმარებლის ანგარიშს; არ შეეცდება მოიპოვოს წვდომა სხვა მომხმარებლის ავტორიზაციის ინფორმაციაზე; არ განახორციელებს ისეთ ქმედებას, რომელიც საფრთხეს შეუქმნის ZIGIE.GE-ის გამართულ ფუნქციონირებას; არ განახორციელებს ქმედებას, რომელიც იკრძალება მოქმედი კანონმდებლობით, წინამდებარე ხელშეკრულებითა და ZIGIE.GE -ს კონფიდენციალურობის დაცვის პოლიტიკით. თქვენი უფლებების შეზღუდვა: თქვენი უფლებები შეიძლება შეიზღუდოს, თუ ეს პირდაპირ გათვალისწინებულია კანონით, ან ამ უფლებების რეალიზაციამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ფინანსურ ან ეკონომიკურ ინტერესებს; ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანოების ფუნქციათა და უფლებამოსილებათა განხორციელებას; სახელმწიფო, კომერციული, პროფესიული და კანონით გათვალისწინებული სხვა სახის საიდუმლოებების დაცვას.

მარკეტინგი

მომხმარებლის ინტერესებიდან გამომდინარე, პირდაპირი მარკეტინგის გზით, სარეკლამო მასალების , მისთვის საინტერესო შეთავაზების, ფასდაკლების, პროდუქციის მიწოდების, სერვისებისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ZIGIE.GE მომხმარებლის თანხმობის შემთხვევაში სარგებლობს მისი პერსონალური ხასიათის ინფორმაციით, კერძოდ, სახელით და ელ. ფოსტის მისამართით/ტელეფონის ნომრით. ZIGIE.GE უფლებამოსილია პერსონალური ინფორმაცია გაუზიაროს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ნებისმიერ მესამე პირს. პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის გასცემს თანხმობას აქტიური ქმედებით. მომხმარებელს ნებისმიერ დროს აქვს შესაძლებლობა ZIGIE.GE-ისგან გამოიხმოს მის მიერ პირდაპირი მარკეტინგის შესახებ გაცემული თანხმობა. თავის მხრივ, ZIGIE.GE შეწყვეტს მომხმარებლისათვის პირდაპირი მარკეტინგის განხორციელებას გამოხმობის თაობაზე მოთხოვნის მიღებიდან გონივრულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 7 (შვიდი) სამუშაო დღისა. მომხმარებლის მიერ პირდაპირი მარკეტინგის შესახებ გაცემული თანხმობის გამოხმობა ხდება ZIGIE.GE-ის ვებგვერდზე პირად ანგარიშში შემდეგი გზით: მომხმარებლის პირად ანგარიშში მითითებულია ღილაკი „switch on/off“ რომლის მეშვეობით მომხმარებელი შეძლებს განაცხადოს თანხმობა/უარი პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის ინფორმაციის დამუშავებაზე, სიახლეებისა და შეთავაზებების შესახებ SMS&Email შეტყობინებების მიღებაზე.

გამოყენების პირობები

თქვენ მიერ კომპანიის გვერდის გამოყენება (გარდა იმ შემთხვევისა, თუ გვერდზე ოპერირებთ, როგორც სტუმარი) ნიშნავს, რომ თანახმა ხართ ჩვენ მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების, მათ შორის მზა ჩანაწერების გამოყენებაზე. პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა წარმოადგენს ვებგვერდის პირობების განუყოფელ ნაწილს.
კავშირი ჩვენთან დაგვიკავშირდით Info@zigie.ge-ზე, თუ გაქვთ კითხვები ან გსურთ მიიღოთ მეტი ინფორმაცია, თუ როგორ ვახდენთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებას.

Scroll to Top